saqarTvelos mdinareebi - WiSura yvirilis Senakadi

ტერიტორიული ერთეულები ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტები
სათავე ცუცხვათი
შესართავი ყვირილა 42°12`26` ჩ. გ. 42°48`02` ა. გ.
სიგრძე 14 კმ
აუზის ფართობი 53.5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1.76 მ³/წმ

 

მდინარე ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი.

მდინარის სიგრძეა 14 კილომეტრი, აუზის ფართობი - 53,5 კვ.კმ. სათავე აქვს ცუცხვათის ქვაბულში, 620 მეტრ სიმაღლეზე, საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწის ქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან - 1,76 კუბ.მ/წმ.

ჭიშურა ნახშირღელეში ერთვის მდინარე ყვირილას, ნახშირღელის მიდამოებში ჭიშურა 3კ/მ მანძილზე მიედინება, აქ გვხვდება ორი ჩანჩქერი რომლებსაც ადგილობრივები დიდი და პატარა ჩქერის სახელწოდებით მოიხსენიებენ, ასევე ჭიშურის ხეობაში გაშენებულია რესტორანი ჭიშურა. ამ მიდამოებში მრავლად არის წყაროები რომლითაც მდინარე ჭიშურა საზრდოობს, მდინარის დელტასთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე აშენებულია ხიდი, რომლის სიგრძე 800 მეტრია.